რაჭაში ხანძარი მძვინვარებს...
როგორც ,,info news georgia”–ს პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დავით გაგოშიძემ განუცხადა, ამ წუთებში ჭიორაში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, სახანძრო-სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი მოსახლეობა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ახალი კერა რაჭაში დღეს დილით გაჩნდა, რისი მიზეზიც, სავარუდოდ, დაუდევრობაა.
გასულ კვირას ტყის მასივი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოსთან იწვოდა. ხანძრის ლოკალიზება მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც გაგოშიძემ აღნიშნა, მიუვალი ადგილმდებარეობისა და ხმელი ბალახის გამო ხანძრის კერების სრული განადგურება მაინც ვერ მოხერხდა. გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ ამ მდგომარეობამ ხანძრის ხელახალი გაჩენის საშიშროება შექმნას.