ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზრის ბოლო ორი დღის მონაცემებით, ნავთობის ფასი მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე მნიშვნელოვნად დაეცა. ერთი ბარელი ნავთობის ოფიციალურმა ფასმა შეადგინა: ლონდონში- InterContinental Exchange Futures Europe - IPE Brent Crude - 75,20 (-2,84) დოლარი; ნიუ იორკში - New York Mercantile Exchange - Light, Sweet Crude Oil - 77,00 (-2,87) დოლარი.
ფასების დაღმავალი დინამიკა ნავთობის ტექნიკურმა გაყიდვებმა განაპირობა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, ამ დღეს 4 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ”კალათის“ ღირებულებამ კვირის განმავლობაში პირველად აიწია.
29 ოქტომბრის დღის ბოლოს OPEC-ის ”კალათა“ 41 ცენტით გაძვირდა და ბარელის ოფიციალურმა ფასმა 75. 94 დოლარი შეადგინა- 27 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 22 ოქტომბრის შედეგების მიხედვით, ”კალათის“ ფასი ბოლო წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 77.61 დოლარი შეადგინა.