თეა თუთბერიძე: ჯერჯერობით თავისუფალი ვარ...
თავისუფლების ინსტიტუტის წევრი, თეა თუთბერიძე,მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, მისი დაკავების შესახებ უარყოფს. როგორც თუთბერიძემ, „ჯეოტოპნიუსთან’ სატელეფონო საუბარში განაცხადა, გავრცელებული ხმები მისაი დაკავების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.– „არ ვიცი ვის დაჭირდა ამ ინფორმაციის გავრცელება. არ გამოვრიცხავ, წინასწარ ავრცელებენ ხმებს, მაგრამ ჯერჯერობით თავისუფალი ვარ და მსგავსი არაფერი მომხდარა“, – აცხადებს თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, თეა თუთბერიძის დაკავების შესახებ, მედიით დღის მეორე ნახევარში გავრცელდა.



