ეკა ბესელიას ძმისა და შვილის სასამართლო განახლდა

სასამართლოს შენობასთან აქციას ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და რამდენიმე ოპოზიციურ გაერთიანებათა ბათუმის რეგიონალური ორგანიზაციის წევრები მართავდნენ.
სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული ჯაფარიძე, რომელმაც სერგო ბესელიას მიერ დანაშაულის ჩადენა გამორიცხა.
როგორც ”პრესა.გე”-ს პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, დღეს სასამართლომ უნდა დაკითხოს ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ქობულეთში მომხდარ ინციდენტში, რის საფუძვეზეც დააკავეს ეკა ბესელიას ოჯახის წევრები და ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
სერგო ბესელია და რატი მილორავა ბათუმის პოლიციამ რამდენიმე თვის წინათ დააკავა. მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და ერთ-ერთ კაფეში ჩხუბის ატეხაში ედებათ ბრალი. ეკა ბესელია კი ყოველივეს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და სამართლიანობის სტრასბურგში ძიებას აპირებს.