უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

[ნანა ფაჟავა] უკრაინული არჩევნების პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა სახელმწიფოთა შორის სკანდალის მიზეზი რომ გახდა, ყველასათვის ცნობილია. უკრაინის ქალაქებში ქართველების „მასიური შემოსევის“ ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც უხვად გავრცელდა.
უცხო ქვეყანაში ჩასული დაუპატიჟებელი სტუმრების ამოცნობას მასპინძლებთნ ერთად დედასამშობლოშიც ბევრი ცდილობდა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დონეცკის აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც ჩარტერული რეისებით საქართველოდან ორი თვითმფრინავი დაჯდა. ვრცლად>>

ზუგდიდში „საკნების“ აქცია შეწყდა [video]

დღეს, ზუგდიდს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ესტუმრა, პრესკონფერენხციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა გაჩეჩილაძემ საზოგადოებას „საკნების“ აქციის დასრილების სესახებ ამცნო:
„ვფიქრობ, რომ ზუგდიდში პროტესტის ამ ფორმამ ამოწურა თავისი ფუნქცია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკნები ავიღოთ. სამეგრელოში, მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოში“ მოქალაქეთა რეგისტრაციას. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო, კახა მიქაიას და მის თანამებრძოლებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პროტესტს უშიშრად გამოხატავდნენ“ – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და მოგვიანებით „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
„ბრძოლა გრძელდება, მართალია სახვა ფორმით მაგრამ არ მოვისვენებთ სააკაშვილის ხელისუფლების დამთავრებამდე“ – აღნიშნა „საკნების“ აქციის ორგანიზატორმა კახა მიქაიამ.



 

მთავარი | ჩვენს შესახებ | სტატიები | ვიდეო | სასარგებლო ბმულები | კავშირი

info news georgia © ახალი ამბების სააგენტო საქართველო | თბილისი.| ყველა საავტორო უფლება დაცულია