მერიამ ორი ოჯახი გააპანღურა [video]

შენობაში შესახლების შემდეგ ხალვაშებმა მშენებლობა დაიწყეს, რომლის დემონტაჟს დღეს მერიის ზედამხეველობის სამსახური ახორციელებდა. უწყებას თვითნებურად შესახლების შესახებ ინფორმაცია უბნის რწმუნებულმა მიაწოდა. დავით დავითაძე აცხადებს, რომ ხალვაშების ქმედება უკანონოა და ზედამხედველობის სამსახური გამოსახლებასა და მშენებლობის დემონტაჟს კანონის ფარგლებში ახორციელებს. კანონის თანახმად ხალვაშები 4000 ლარით უნდა დაჯარიმებულიყვნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა ფულადი სანქციის გატარებისგან თავი შეიკავა. დავითაძე ოჯახის ერთ-ერთ წევრს დასაქმებასაც დაპირდა.
ყოფილი ქიმწმენდის შენობა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხება, სამინისტროში აცხადებენ, რომ მერიისთვის შესახლებულთა გამოსახლების მოთხოვნით მათ არ მიუმართავთ. თუმცა ადასტურებენ, რომ უახლოეს პერიოდში შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში მოხვდება.
გარდა ხალვაშებისა, აღნიშნულ შენობაში რამდენიმე წლის წინ თვითნებურად შესახლებული 4 ოჯახი ცხოვრობს, რა ბედი ელით მათ Aშენობის გასხვისების შემთხვევაში, ამ დროისთვის უცნობია.
[ავტორები: ლიზი თედორაძე, რუსლან დავითაძე, tv25 ]