უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

[ნანა ფაჟავა] უკრაინული არჩევნების პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა სახელმწიფოთა შორის სკანდალის მიზეზი რომ გახდა, ყველასათვის ცნობილია. უკრაინის ქალაქებში ქართველების „მასიური შემოსევის“ ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც უხვად გავრცელდა.
უცხო ქვეყანაში ჩასული დაუპატიჟებელი სტუმრების ამოცნობას მასპინძლებთნ ერთად დედასამშობლოშიც ბევრი ცდილობდა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დონეცკის აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც ჩარტერული რეისებით საქართველოდან ორი თვითმფრინავი დაჯდა. ვრცლად>>

სამების საკათედრო ტაძარში ქართველთა ერთობის ტრაქტატზე ხელმოწერის დაფიქსირება მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ერთიანობაზე კიდევ ერთხელ იქადაგა.
„მიმაჩნია, რომ საქართველო, ისევე, როგორც მთელი კავკასია, უნდა იყოს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ასპარეზი დიდ ქვეყნებს შორის. ჩვენი ეკლესიები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს დაპირისპირება მოიხსნას. ჩვენ დღეს გვჭირდება ერთსულოვნება. შიდა და გარეშე მტრები ცდილობენ, რომ დაჰყონ საქართველო, მაგრამ ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი: აფხაზები, ოსები და ქართველები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ერთად“, – ბრძანა პატრიარქმა.
მისი განცხადებით, წარსულში იყო მცდელობა საქართველოს გატეხვისა და დიდი მეფის, ერეკლე II–ის დროს ქართველი ხალხის მთლიანობისა და ერთსულოვნების შეიქმნა ტრაქტატი. „დღეს, როცა ჩვენ ვგრძნობთ მტრის ხელს, რომელიც ცდილობს დაჰყოს საქართველო, ჩვენ, ყველა - ქართველები, აფხაზები, ოსები ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ საქართველოს დანაწევრებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მთლიანი და მშვიდობიანი. საქართველო განუყოფელია, როგორც კვართი უფლისა. საქართველო დარჩება მთლიანი და ჩვენ – ეკლესია, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ერთიანობა შევინარჩუნოთ. ეკლესია არ შეიძლება იყოს მხოლოდ მაყურებელი იმ პროცესებისა, რაც სჭირდება ქართველ ხალხს და საქართველოს. საქართველოს ეკლესიამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა სოციალურ, კულტურულ და სხვა პროგრამებში და ჩვენ ამას ვაკეთებთ. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს რომ ჩვენ ვართ ერთი ერი, ჩვენ ვართ ერთი საქართველო“, – ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქართველთა ერთობის ტრაქტატზე ხელმოწერის დაფიქსირება მიმდინარეობს. უწმინდესმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა ქართველს, ხელი მოაწეროს ქართველთა ერთობის ტრაქტატს და ამით საკუთარ ხალხს და საქართველოს ერთგულება აღუთქვას. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს ტრაქტატს ხელი მოაწერეს აგრეთვე "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა.

 

მთავარი | ჩვენს შესახებ | სტატიები | ვიდეო | სასარგებლო ბმულები | კავშირი

info news georgia © ახალი ამბების სააგენტო საქართველო | თბილისი.| ყველა საავტორო უფლება დაცულია