უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

[ნანა ფაჟავა] უკრაინული არჩევნების პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა სახელმწიფოთა შორის სკანდალის მიზეზი რომ გახდა, ყველასათვის ცნობილია. უკრაინის ქალაქებში ქართველების „მასიური შემოსევის“ ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც უხვად გავრცელდა.
უცხო ქვეყანაში ჩასული დაუპატიჟებელი სტუმრების ამოცნობას მასპინძლებთნ ერთად დედასამშობლოშიც ბევრი ცდილობდა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დონეცკის აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც ჩარტერული რეისებით საქართველოდან ორი თვითმფრინავი დაჯდა. ვრცლად>>

ვინ არის „ბლეყვე“, „ჩმორი“ და რამდენი გადაუხადეს „კვირის პალიტრას“?!

დღეს, საგამომცემლო სახლ „კვირის პალიტრის“ რედაქციაში ჟურნალისტებსა და ირაკლი ლომაიას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა . მხარეებმა პრობლემის მოგვარების შესახებ, რამოდენიმე საათის განმავლობაში, უშედეგოდ იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული წერილი სათაურით "კარმის გამწმენდის" ქონება აუქციონზე გაყიდეს!“ სადაც ცნობილი პარაფსიქოლოგი ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ თაღლითობაში დაადანაშაულა. ლომაია გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი დროებითია.

ინგა სეხნიაშვილი, ირაკლი ლომაიას ადვოკატი: „შეხვედრამ ძალზე დაძაბულ გარემოში ჩაიარა, ჩვენი პოზიცია იყო რედაქციას განემარტა თუ რატომ ააგორეს ირაკლი ლომაიას მიმართ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანია. ჟურნალისტებს ავუხსენით, რომ ირაკლი არსად „ათესილა“ და ის ჩვეულებრივ, როგორც ადრე, იმყოფება საზღვარგარეთ – რათქმაუნდა დროებით.

ირაკლის არ ჰყავს არც–ერთი უკმაყოფილო პაციენტი სრული სიცრუეა რაც დაიბეჭდა

არ უარვყოფთ, რომ ირაკლი ლომაიას ქონების გარკვეული ნაწილი აუქციონის წესით გაიყიდა, მაგრამ თუ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს სიმართლის დაწერა სურდა დამკავშირებოდა მე და მივაწვდიდი რეალურ ინფორმაციას.

„კვირის პალიტრაში“ კვლავ, იგივე, მცდარ პოზიციაზე იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ლომაია თაღლითია, ამ მოსაზრებას კი მტკიცებულებებით ვერ ამყარებენ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ რედაქტორის მოადგილემ ლია იაკობაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შსს არის „ბლეყვე, ისინი არიან ჩმორები და არაფერს გამოიძიებენო“ – იხმარეს ზუსტად ეს იტყვები.

შეყრაცყოფა ჩვენც მოგვაყენეს და უვიცები გვიწოდეს.

დღის ბოლომდე ველით პასუხს „კვირის პალიტრის“ რედაქციიდან, საპასუხო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მივიღებთ გადამჭრელ ზომებს“.

სტატიის ავტორი ხათუნა პაიჭაძე „ღია ბოქლომთან“ საუბრისას ირაკლი ლომაიას, ირონიული ტონით, წინასწარმეტყველური ნიჭის გამოყენებას თხოვს, იმის დასადგენად თუ რამდენი გადაუხადეს „კვირის პალიტრას“ მასალის გამოქვეყნებისთვის.

„ჩემი აზრით, ლომაიას არ გააჩნია არანაირი ნიჭი, ის უბრალოდ თაღლითია, არც ის მჯერა თითქოს მას ვინმეს განკურნება შეუძლია. სხეულზე ჯვარების გამოსახვაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასალა გავლენიანმა პირებმა დააფინანსეს ასე გიპასუხებთ: ლომაია თუ პარაფსიქოლოგია, წინასწარმეტყველების ნიჭიც უნდა ჰქონდეს და გაიგოს გადაგვიხადეს თუ არა ფული“.

ლია იაკობაშვილი, „კვირის პალიტრის“ რედაქტორის მოადგილე: „ბრალდებებს, უარვყოფ, შინაგან საქმეთა სამინისტროზე არაფერი მითქვამს. ჩვენ ვრჩებით უწინდელ პოზიციაზე და მტკიცებულებებს, რომლებზეც დღეს არ ვისაუბრებ მხოლოდ მაშინ გამოვაჩენთ თუ საქმე სასამართლომდე მივა – ეს ჩვენი სარედაქციო საიდუმლოა“.

 

მთავარი | ჩვენს შესახებ | სტატიები | ვიდეო | სასარგებლო ბმულები | კავშირი

info news georgia © ახალი ამბების სააგენტო საქართველო | თბილისი.| ყველა საავტორო უფლება დაცულია