მოსახლეობა ფიროსმანობის დღესასწაულის ჩაშლას გეგმავს

მოსახლეობის მიერ პროტესტის ნიშნად ფიროსმანობის დღესასწაულზე ხელისუფლების წევრების არ შეშვებისა და გზების გადაკეტვის იდეას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერი მიხეილ ბიკაშვილი, რომელიც მირზაანის მკვიდრია და ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობს, ადასტურებს, რომ მოსახლეობა ღონისძიების ჩაშლას გეგმავს. ბიკაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას თავადაც შეუერთდება და პარტიულ ძალებსაც დაახმარებენ.
,,სოფელში არაერთი პრობლემაა, მირზაანი დაცლის საფრთხის წინაშე სერიოზულად დგას. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და დიდი ნიკალას სოფელი საერთოდ უყურადღებოდ აქვთ მიყოვებული. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებშიც კი არაფერი გაკეთებულა. ამიტომ, მოსახლეობა ამგვარად ცდილობს პრეზიდენტის ყურადღება მიიქციოს, იქნებ ასე მაუნც დაინტერესდნენ მირზაანელების პრობლემებით - აცხადებს ბიკაშვილი.მირზაანელების პროტესტს სხვა ოპოზიციური პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.