უკრაინული არჩვნების მეგრული აქცენტი [video]

[ნანა ფაჟავა] უკრაინული არჩევნების პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამოჩენა სახელმწიფოთა შორის სკანდალის მიზეზი რომ გახდა, ყველასათვის ცნობილია. უკრაინის ქალაქებში ქართველების „მასიური შემოსევის“ ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც უხვად გავრცელდა.
უცხო ქვეყანაში ჩასული დაუპატიჟებელი სტუმრების ამოცნობას მასპინძლებთნ ერთად დედასამშობლოშიც ბევრი ცდილობდა. როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დონეცკის აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც ჩარტერული რეისებით საქართველოდან ორი თვითმფრინავი დაჯდა. ვრცლად>>

თეა თუთბერიძესთან ტელედებატებში გიორგი ანდრიაძე და ბასა ფოცხიშვილი

ინფორმაცია დღეს, 20 საათზე, პირველ არხზე, საპატრიარქოს მიერ წარდგენილებსა და თეა თუთბერიძესა და მის მხარდამჭერებს შორის ტელედებატების შესახებ, პრესა.გე-ს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა. როგორც ჭანტურიამ გვითხრა, დელედებატებში სამ-სამი წარმომადგენელი დაჯდება, ერთმანეთის პირისპირ.

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერის, გიორგი ანდრიაძის თქმით, საპატრიარქოს მიერ წარდგენილებს შორის, მასთან ერთად პირდაპირ ეთერში მუსიკოსი ბასა ფოცხიშვილი იქნება. ის, თუ ანდრიაძესა და ფოცხიშვილთან ერთად ვინ იქნება მესამე, უახლოეს ერთ საათში გაირკვევა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიცავს ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის თეა თუთბერიძის პოზიციას, ტელედებატებში. თუთბერიძეს პრესა.გე დღეს ორის ნახევარზე დაუკავშირდა. როგორც თავად გვითხრა, ამ ტელედებატების შესახებ მასთან არავის დაურეკია და გამომდინარე აქედან, არ იცის ვინ დაჯდება პირდაპირ ეთერში მასთან ერთად. ”მაგ გადაცემასთან დაკავშირებით, ჩემთან არ დაურეკიათ და გამომდინარე აქედან, ვერაფერს გეტყვით. ამ დებატების შესახებ, ფორუმიდან ერთმა ადამიანმა ლინკი გადმომიგდო, რომ დღეს ასეთი დებატები გაიმართება. მეტი არაფერი ვიცი”, - გვითხრა თეა თუთბერიძემ.

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ პრესა.გე-ს მიერ დასმულ კითხვებზე ასეთი პასუხები გასცა:

დღეს გაიმართება დებატები, საპატრიარქოს წარდგენილებსა და თეა თუთბერიძესა და მის მხარდამჭერებს შორის?
გია ჭანტურია: ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდეთ, რომ სამ-სამი წარმომადგენელი მოსულიყო. პერსონალურად ვინ იქნებიან, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ახლა სახელდახელოდ ვამზადებთ სტუდიას, რომ 20 საათზე ეთერში გავიყვანოთ.

5 წუთის წინ თეა თუთბერიძეს ველაპარაეკეთ და გვითხრა, ჩემთვის არავის დაურეკიაო.
- თეამ რა განაცხადა, არ ვიცი. ჩვენ გვინდოდა ორივე მხარე ყოფილიყო. მის წარმომადგენელს ველაპარაკეთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველას დავუკავშირდით. მე პირადად არ ვურეკავ ხოლმე, მაგრამ ვიცი რომ სამი ადამიანი ერთი პოზიციის დასაცავად მოდის და სამი - მეორე პოზიციის დასაცავად. ეს იყო საპატრიარქოს ნება, რომ სამ-სამი კაცი ყოფილიყო და დებატები გამართულიყო. სხვას ვერაფერს გეტყვით. ჩემი ვალია ეთერი მივცე და 20 საათზე სტუდია გამზადებული იქნება. დანარჩენი, მე ნაღდად, არც ერთ მხარეს წარმოვადგენ და არც მეორეს მხარეს.

თქვენი საგაზეთო ინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ დებატები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართებოდა და რატომ გადმოიწია დებატების გამართვის თარიღმა?
- ვინაიდან ახლა სტუდიაში რემონტი მიმდინარეობს, ჩვენ შევთავაზეთ, დებატები იქნებ ნოებრისკენ გადაგედოთ-თქო, რაზეც საპატრიარქომ უარი გვითხრა. მათ დაჟინებით მოითხოვეს, რომ დებატები ახლავე გამართულიყო. ამიტომ ჩვენ პირველ სტუდიაში სარემონტო სამუშაოები შევაჩერეთ, პატარა კუთხე გამოვნახეთ, სადაც ამ წუთში სტუდიას ვაწყობთ; ახლა ამ სტუდიის გამართვა ტექნიკურად მიდის და იმედი მაქვს, რომ რვა საათისვის მოვასწრებთ და მზად იქნება.

[ნინო მიქიაშვილი, presa.ge]

 

მთავარი | ჩვენს შესახებ | სტატიები | ვიდეო | სასარგებლო ბმულები | კავშირი

info news georgia © ახალი ამბების სააგენტო საქართველო | თბილისი.| ყველა საავტორო უფლება დაცულია