დედოფლისწყაროში კლანების გაძლიერება გრძელდება
დედოფლისწყაროს სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომელთა რიცხვი გაიზარდა, ადგილი კი ქალაქ დედოფლისწყაროში, გამგებლის რწმუნებულის, ლევან ნატროშვილის მეუღლემ თეონა ზედელაშვილმა დაიკავა.მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროელები რაიონში არსებულ განუკითხაობასა და კლანურ მმართველობაზე ღიად მიანიშნებენ, სხვადასხვა ჩინოვნიკების ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანამდებობებზე დასმა კვლავაც აქტიურად გრძელდება.სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი მურად ოზაშვილი ზედელაშვილის დანიშვნას ადასტურებს, თუმცა ამ ფაქტით ჟურნალისტების დაინტერესებამ იმდენად აღაშფოთა, არც ტონის აწევა ითაკილა:,,რაში გაინტერესებთ, ვერ გავიგე... ზედელაშვილისთვის არავითარი პრივილეგია არ მიგვინიჭებია. მხოლოდ ერთი განაცხადი შემოვიდა და დავაკმაყოფილეთ. ზედელაშვილს ჟურნალისტური განათლება აქვს და საინფორმაციო სპეციალისტად ავიყვანეთ. სხვა არავისი განაცხადი არ შემოსულა - ამბობს მურად ოზაშვილი.