გიორგი გამსახურდია: ცოტნე ახდენდა მამაჩემის სახელის დისკრედიტაციას!
[gtn] კონსერვატიული პარტიის ერთერთი ლიდერის, კახა კუკავას მიერ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის შესახებ გაკეთებებულ განცხადებას, სოციალურ ქსელ "facebook" –ში, გიორგი გამსახურდია გამოეხმაურა.
"არ მესმის ნამდვილად, თავისუფალი აზრის გამოხატვა და დისკრედიტაცია რამდენად არის ერტმანეთთან კავშირში. ესეც მანანას ლოგიკიდან არის, "აქუსთან" რომ ბრძანებოდა ეთერში, თითქოსდა მე დაშანტაჟებული ვარ და მსგავსი იდიოტიზმები. უბედურება ის არის ჩემო კახა, რომ სწორედ ჩვენდა, ყველას სამწუხაროდ თავის უაზრო და გაუწონასწორებელი ქმედებებით, სწორედ ჩემი ძმა და "ქალბატონი" მანანა ახდენდა ზვიად გამსახურდიას სახელის დისკრედიტაციას, და თუ ვინმე უთმენს და არაფერს იძახის, სწორედ სულმნათი ზვიადის პატივისცემით, თორემ დამერწმუნეთ, ესეთ ოჯახის წევრებს ზვიადი ნამდვილად არ იმსახურებდა, და თუ ვინმე მისი (ცოტნეს) ექს-"გელფრენდი" გამოვა და რამე იდიოტიზმს მოროშავს, ესეც მისი ბრალია. მსგავს ინდივიდებთან ნორმალურ ადამიანს და მითუფრო, ზვიადის და კოწიას ჩამომავალს არაფერი არ ესაქმება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ბევრი გაიზიარებს დარცმუნებული ვარ", – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ კახა კუკავას განცხადების კომენტარებისას. Read More......